კლინიკაში ორი ჩვილი შეიყვანეს

2020-03-27 11:47:01

დმანისიდან და ბოლნისიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ჩვილი შეიყვანეს. ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი- 27-ზე. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

ტურელიძისი ინფორმაცით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა. მათ კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.