როგორია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მდგომარეობა

2020-03-27 10:58:59

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინ ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის მატ ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აქედან განსაკუთრებით მძიმედ ფასდება ერთ-ერთი მათგანი.

"გუშინ დილით ჩვენ ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღეს დილას არის უკვე 81, გუშინდელს შემდეგ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი, დანარჩენები განთავსებულები არიან სხვა კლინიკებში. გამოჯანმრთელებულებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა 2, იყო 10 გამოჯანმრთელებული, გახდა 12. ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. სულ ბინაზე გაწერილია 11. მე-12 პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს პასუხთან, ანუ ვირუსმა განიცადა ელიმინაცია, მაგრამ აუცილებელია შეფასდეს ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სხვა კლინიკური მონაცემები. შეფასდება კლინიკური მონაცემები და ეს პაციენტიც ალბათ დატოვებს დღეს ჩვენს ცენტრს. კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული არის საჩხერის საავადმყოფოდან. ანუ, სულ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს",- განაცხადა ერზუგბაიამ.

კლინიკაში მყოფი ხუთი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.