კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენს მეზობელ და მოსაზღვრე ქვეყნებშიც.
სომხეთში კორონავირუსის ინფიცირების 265 შემთხვევა დადასტურებული. გამოჯანმრთელება 16 პაციენტმა შეძლო. ვირუსის შემთხვევები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ინფიცირებული ჭირის სუფრაზე მივიდა და ახლო კონტაქტი ჰქონდა სტუმრებთან.
აზერბაიჯანში COVID19-ით ინფიცირების 87 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე ფიქსირდება 1 გარდაცვალება. გამოჯანმრთელებულია 10.
თურქეთში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 11 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა. მას შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი 1872-მდე გაიზარდა. 44 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება რუსეთს, ამ დროისთვის COVID19-ით ინფიცირების 658 შემთხვევაა დაადასტურებული. ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელება 29 პაციენტმა შეძლო.
რუსეთთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, რომ ის ინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს და კორონავირუსით ინფიცირბებულ პაციენტებს ოფიციალურად პნევმონიის მქონე პაციენტად ატარებს.
მოსკოვის მერის განცხადებით, ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად ვრცელდება.