2020-03-23 16:22:27
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატალში, 13 წლის ბიჭი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ იარაღი გაუვარდა.
მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.