2020-03-23 01:43:22
მარნეულსა და ბოლნისში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.
მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს პოლიცია აკონტროლებს.
ამ დროისთვის პოლიციას ქალაქის შესასვლელები გადაკეტილი აქვს.
შეგახსენებთ რომ ქალაქების კარანტინად გამოცხადების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.