რუსთავში, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა ქუჩები აკურთხეს.
ისინი მრევლთან ერთად გორგასლის ტაძრიდან დაიძრნენ და წმინდა ნინოს ქუჩის გავლით ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ გადაინაცვლეს.
"ვაკურთხებთ ქალაქს და ყველა იმ შენობა-ნაგებობას რასთანაც შეგვეძლება მიდგომა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე დავასრულებთ ქალაქის კურთხევას.
მრევლს მოვუწოდებ სიყვარულისკენ, ჩემი პრეროგატივაა განვავრცო ღვთის სიტყვა და სიყვარული, თუ ამას შემაძლებინებს ღმერთი მადლობელი ვიქნები ღვთისა" - განაცხადა მამა დავითმა.
"ეს ცერემონიალი ქალაქში დიდი ხანია დამკვიდრებულია, უბრალოდ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მღვდლებს უწევთ ავტომანქანებიდან აკურთხონ ქალაქი, რადგან ბევრ ადამიანს არ მოუწიოს ერთად ყოფნა, რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.
ჩემი თხოვნაა დავიცვათ წესები და რეკომენდაციები"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირებმმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები უკვე აკურთხეს.