მაკდონალდსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

2020-03-20 22:34:27

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაკდონალდსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე არსებული "მაკდონალდსის" რესტორნის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სასერვერო ოთახში გაჩნდა. დაიწვა აპარატურა და ელ. სადენები.

მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ორი ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.