მთავრობა 9 პროდუქტზე ფასის ზრდას შეაკავებს

2020-03-19 14:59:34

პრემიერ მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სახელმწიფო ბიზნეს სექტორთან ერთად ფასების შეკავების მექანიზმს 7-ის მაგივრად 9 ძირითად პროდუქტზე აამოქმედებს.

ესენია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო

"გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით შეგვექნა ფასების შეკავების მექანიზმი. ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნეს სექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, პრემიერის მრჩეველის თქმით, ქვეყანაში  საკვები მარაგები  საკმარისზე მეტია და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.