საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 4-ით გაიზარდა.
"გუშინ ჩვენთან ჩატარდა 21 პაციენტზე ტესტირება COVID-19-ზე. აქედან 19 პაციენტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ორ პიროვნებასთან დადასტურდა. ჩემთვის არ არის ცნობილი დანარჩენი ორი პაციენტი სად არის. ეს ორი პაციენტი, ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია.
ახლა დაახლოებით 10-დან 11-მდე ცხვირ-ხახის ნაცხი იყო ტესტირებისთვის ასაღები. მაგრამ აღების პერიოდში თუ პაციენტი კიდევ შემოდის, ემატება. ამ ეტაპზე 10-ია მაგრამ შეიძლება სანამ აღება დამთავრდება, 2-3 პაციენტის შემატება ხდება. იცით, რომ ორ ეტაპად კეთდება ანალიზები, დილით და საღამოს", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 38
კარანტინის რეჟიმში - 1130
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81
ინფორმაციას stopcov.gov.ge ავრცელებს