კომპანია „ვაკეტაქსის“ სპეციალური განცხადება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კომპანია "ვაკეტაქსმა" მიიღო გადაწყვეტილება - ხვალიდან, 18 მარტიდან მაქსიმალურად შეზღუდოს ტაქსების რაოდენობა და დატოვოს იმ რაოდენობის ავტომანქანები, რომლებსაც რუსთველი მგზავრები მხოლოდ უკიდურესი და გადაუდებელი აუცილებლობის დროს გამოიყენებენ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და თუ არ გაქვთ სახლიდან გასვლის და ტრანსპორტით მგზავრობის უკიდურესი და გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩით სახლში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.
ამ გზით ავირიდებთ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს და ხელს შევუწყობთ კომპანიის თანამშრომლების და მგზავრების უსაფრთხოებას. ყველაფერი კეთდება თქვენი ჯანმრთელობისთვის. ასევე შეგახსენებთ რომ ყველა ტაქსს, რომელიც ხვალიდან იმუშავებს, ჩაუტარდება დეზინფექცია და ყველა მძღოლი იქნება მაქსიმალურად დაცული. სიტუაციაში რომელშიც ახლა ვიმყოფებით ყველას მოგვეთხოვება რეკომენდაციების გათვალისწინება.
გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს გამოვთქვამთ რომ პრობლემას ერთიანი ძალებით გავუმკლავდებით.
კომპანია "ვაკეტაქსის" ადმინისტრაცია.