რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

2020-03-16 19:52:25

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება.

COVID-19-ის შეასძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულების, ასევე სამუშაო სივრცეში სხვადასხვა საკითხების გადაჭრისა და სერვისების მიღების სურვილით მისული მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დამატებით პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

კერძოდ, ქალქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებების მიღება დროებით შეიზღუდა, მომსახურების გაწევა განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ საკითხებზე:

ა)ბინის პრივატიზება;
ბ)მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
გ)ქონების განკარგვა(მოთხოვნა იჯარაზე, ქირაზე, აუქციონზე და სხვა);
დ)ინფრასტრუქტურა  და კომუნალური;
ე)დასაქმება;
ვ)სტაჟირება-პრაქტიკის გავლა;
ზ)არქიტექტურა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმის წარმოების განყოფილება (კანცელარია) ადგილზე მხოლოდ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე გაუწევს მოქალაქეებს კონსულტაციას და ჩაიბარებს (ხელზე) განცხადებებს.

ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და განცხადებების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. ნებისმიერი წერილი, რომელიც შეეხება ზემოთ აღნიშნულ საკითხებს, თანდართული დოკუმენტაციით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე :  rustavi.municipality@rustavi.gov.ge

დამატებითი შეკითხვების არსებობის  შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მერიის ცხელი ხაზი  -  0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05;
მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება - 0(341) 25 52 40;