რა ვითარებაა რუსთავის ბაზარზე

2020-03-17 10:30:09

ქვეყანაში სურსათზე მოთხოვნა გაიზარდა. საკვებ პროდუქტებს იმარაგებენ რუსთაველებიც. ამ ფონზე, გარკვეული დასახელების პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა.

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი რუსთავის აგრარულ ბაზარზე იმყოფებოდა და გაარკვია, რომ ხალხი მომარაგების მიზნით ძირითადად არამალფუჭებად პროდუქტებს ყიდულობს, მათ შორისაა, ბურღულეული, შაქარი, ლობიო, ფქვილი, კარტოფილი, ზეთი, ხახვი და ნიორი. ფასების ზრდაც სწორედ ამ დასახელების სურსათზე შეინიშნება.

მოვაჭრეების თქმით, ბაზარზე გაზრდილი არაა ხორცის ფასები.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ პროდუქტების დასახელებასა და მათ ღირებულებას:

1 კგ საქონლის ხორცი - 15-17ლარი
1 კგ ღორის ხორცი - 13-16 ლარი
1 კგ ქათმის ხორცი - 6-7 ლარი
1 კგ ყველი - 7.50 - 13 ლარი
1 კგ პურის ფქვილი - 1.50 ლარი
1 კგ მჭადის ფქვილი - 2.50 ლარი
1 კგ შაქარი - 2-2.20 ლარი
1 ლ ზეთი - 3.30 ლარი
1 კგ ლობიო - 5-8 ლარი
1 კგ ხახვი - 1.50 ლარი
1 კგ ნიორი - 13 ლარი
1 კგ კარტოფილი - 1-2 ლარი
კვერცხი - 30-50 თეთრი
მაკარონი - 1.90 - 2.20 ლარი
წიწიბურა - 3.20 ლარი
ბრინჯი - 2.20 - 4 ლარი