რუსთავში co-თი 6 ბავშვი მოიწამლა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია 3 ოჯახში დაფიქსირდა, ბავშვების ასაკი 3, 4, 6, 9, 10 და 11 წელი არის.
აქედან 2 მცირეწლოვანი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო 4 "კლინიკა რუსთავის" პედიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.