ხანძარი გაჩნდა რუსთავში, ბარათაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ფილიალში. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცი ფეიბოქსის აპარატით სარგებლობდა რა დროსაც პლასტმასის ნაგვის ურნაში სიგარეტის ნამწვი ჩააგდო.
ცეცხლი სავარაუდოდ სწორედ ნაგვის ურნას გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა. შემთხვევის გამო გადაიკეტა ბანკის მიმდინარე ტერიტორია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა.