"გამოავლინეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა"

2020-03-15 12:24:21

მთავრობა ტოტალიზატორებს, სლოტკლუბებსა და კაზინოებს მუშაობის დროებით შეჩერების რეკომენდაციას აძლევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ კორონავირუსისი პრევენციის მიზნით მიიღო.

"ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე", — წერია საბჭოს გადაწყვეტილებაში.