რომელ ქვეყნებში ვეღარ გაფრინდებით

2020-03-15 12:11:38

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე. ასევე ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

"ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას: 0706 777 483

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ",-ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით განაცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი

მონაცემები განახლებადია ყოველ დღე!

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 294 5050

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15/03/2020 წლის 10:00 საათიდან 16/03/2020 წლის 10:00 საათამდე შესრულდება შემდეგი რეისები: 10:40 შარჯა-თბილისი (გაუქმებულია) 10:40 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია) 11:15 სტამბოლი-თბილისი 11:30 დოჰა-თბილისი 11:45 ნურსულთანი-თბილისი (გაუქმებული) 12:35 მინსკი-თბილისი 13:10 თელავივი-თბილისი 14:15 კუვეიტი-თბილისი (გაუქმებულია) 14:20 შარჯა-თბილისი 14:20 რიადი-თბილისი 15:50 დუბაი-თბილისი 17:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია) 17:20 სტამბოლი-თბილისი 17:35 ერევანი-თბილისი 20:15 დოჰა-თბილისი 21:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია) 21:30 კიევი-თბილისი 21:45 ალმაატა-თბილისი 22:45 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია) 23:40 აქტაუ-თბილისი 00:20 ვენა-თბილისი 00:25 სტამბოლი-თბილისი (გაუქმებულია) 00:35 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია) 02:05 კიევი-თბილისი 02:50 მინსკი-თბილისი 03:00 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია) 03:05 სტამბოლი-თბილისი 03:10 ერევანი-თბილისი (გაუქმებულია) 03:35 დუბაი-თბილისი (გაუქმებულია) 04:25 მიუნხენი-თბილისი 04:30 რიგა-თბილისი 04:40 ათენი-თბილისი 05:25 სტამბოლი-თბილისი