CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2020-03-15 00:03:56

CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია, XVI მიკრორაიონში, 17 წლის გოგონამ მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.