რა მდგმარეობაა რუსთავის სუპერმარკეტებში და არის თუ არა პროდუქტების დეფიციტი რუსთავში.
რუსთავის სუპერმარკეტებში სალაროებთან რიგებს და პროდუქტებით დატვირთულ კალათებს გადააწყდებით.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას კონსულტანტები და სალაროსთან მომუშავე პირები აცხადებენ, მყიდველების რიცხვმა საგძნობლად მოიმატა.
ხალხი ძირითადად ისეთ საკვებს ყიდულობს, რასაც რამდენიმე თვიანი ვარგისიანობის ვადა აქვს, მაგალითად როგორიცაა: მაკარონი, ზეთი, ფქვილი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ.
კონსულტანტებს დახლების შევსება დღეს წინა დღეებთან მიმართებაში უფრო ხშირად უწევთ.
მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე საკვების დეფიციტი რუსთავის სუპერმარკეტებში არ შეიმჩნევა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს რომ - "ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას".