ხალხმრავალი შეკრებები აიკრძალება

2020-03-12 12:11:10

კორონავირუსის გამო დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს, რომ შეიზღუდოს ხალხმრავალი შეკრება. მათ შორის ქელეხებსა და ქორწილებში.

„ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებების ნაწილი ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადადის.