საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება

2020-03-12 10:28:48

საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ან გაივლიან 14-დღიან კარანტინს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.