კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდა

2020-03-11 00:35:12

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

12 წლის მოზარდი ინფექციურ საავადმყოფოში 28 თებერვლიდან ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას ვირუსის განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ბავშვის ოჯახის 4 წევრს. ხუთივე მათგანს კონტაქტი ჰქონდა იმ ადამიანთან რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და რომელიც საქართველოში #2 დაინფიცირებულ პაციენტად ითვლება.

შეგახსენებთ რომ 10 მარტს საღამოს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 8 ადამიანით გაიზარდა, სწორედ იმ 8 ადამიანში აღმოჩნდა ოჯახის 5 წევრი, რომელთა შორის ერთი მოზარდია.

საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა არის დაფიქსირებული.