ტარიფი "მარტივი 25" 30 ლარი ხდება

2020-03-09 15:17:33

კომპანია "მაგთიკომი" მომხმარებელს 6 აპრილიდან შეცვლილ ტარიფს სთავაზობს.
ცვლილების თანახმად "მარტივი 25-ის"  "მარტივ 30-ის" ხდება.

კომპანიის ცნობით, განსხვავება წინა პაკეტსა და ახალს შორის გაზრდილი ინტერნეტ მეგაბაიტებია.

მარტივი 25-ის ჩართვისას მომხმარებელი ულიმიტო სმს-ები, 1 გეგაბაიტი ინტერნეტითა და ულიმიტო სასაუბრო დროით სარგებლობდა. ახალი პაკეტში იზრდება ფასი, სმს-ები და სასაუბრო დრო ისევ ულიმიტო რჩება, ხოლო ინტერნეტი 1000 მეგაბაიტიდან 3000 მეგაბაიტამდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ”მაგთიკომს” შარშანაც სურდა, თუმცა მაშინ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ჩაერია საკითხში და კომპანიას ტარიფების ზრდა ერთი წლით შეუჩერა.