ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, “გონაშვილის სკვერის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
ერთმანეთს “მერსედესის” მარკის 2 ავტომობილი შეეჯახა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთ-ერთმა ავტომობილმა ზებრა გადასასვლელზე გზა ქვეითს დაუთმო, რა დროსაც მას უკნიდან მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.