რუსთავი-თბილისის ავტობანზე, რუსთავის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [video/ვიდეო]
არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობაზრობის ცენტრალურ შსასვლელთან გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის შემოსასვლელში