შეთანხმება საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით

2020-03-08 16:32:35

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთ პროცენტიან ბარიერზზე, 40 % -იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი მოეწერა.