მკვლელობა თბილისში

2020-03-08 11:58:36

მკვლელობა თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე.

40 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა თუმცა არსებული ინფორმაციით პოლიციამ მისი იდენტიფიცირება მოახერხა და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მიმდინარეობს.