კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ მსოფლუომ ორ თვეზე მეტია გაიგო. ვირუსით ინფიცირება უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში დაადასტურეს.
ჯანმო-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, მათ არ იციან, თუ როგორ პირობებში შეუძლია ვირუსს არსებობა.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს და რა ქცევა ექნება ვირუს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის გავრცელებას განაგრძობს. ტყუილი იმედია ჯერ იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულის მოსვლასთან ერთად გაქრება, როგორც სხვა გრიპის ვირუსი. რადგან ამ ჟამად ჩვენ ამის სათქმელად არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს"- განაცხადა მაიკ რაიანმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება. ამ დროისთვის ქვეყანაში 15 ინფიცირებულია. მსოფლიო მასშტაბით ახალი ვირუსით 110 ათასი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 3831 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელება კი 60 ათასზე მეტმა შეძლო.