რუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 46 წლის მამაკაცი ძველი სასაფლაოების ტერიტორიიდან ქალაქში ბრუნებოდა და ლიანდაგი ფეხით გადაკვეთა რა დროსაც მას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი წაიქცა და მატარებელმა მას ფეხებზე გადაუარა.
დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანე სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, პაციენტს ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.