საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2020-03-06 17:32:19

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 17:22 საათზე, ლაგოდეხის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.