ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შარტავას გამზირზე.
"ფორდის" მარკის ავტომობილი ქალს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიცია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დეტალებს აზუსტებს.