არასაკვები საღებავი სურსათში

2020-03-06 14:49:09

3 სახის პროფუქტში, არასაკვები საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი.ge ავრცელებს.

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების  სასურსათო პროდუქტი გერმანიის ლაბორატორია "ევროფინსში" გაიგზავნა.

"სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური   მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას" - წერია მომხმარებელი.ge-ს ოფიციალურ განცხადებაში.

დარღვევები აღმოჩნდა:

პროდუქტის დასახელება: "ხათოს აფხაზური აჯიკა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. თამარ ყოლბაია/საქართველო

პროდუქტის დასახელება: აჯიკა Waime! (ვაიმე)
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "waimespices"/საქართველო

პროდუქტის დასახელება: ტომატის საწებელი ცხარე "სუპრემო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფუდსერვისი"/ საქართველო