2020-03-06 14:33:31
რუსთავში, ბარათაშვილის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მცენარეებს გაუჩნდა.
ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.