ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-03-06 10:46:14

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავარია თბილისში, მახათას მთაზე მოხდა.

ერთმანეთს "მერსედესისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახებისას ორივე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გორაზე ავარდა.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.