სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პლენარული სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
"ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება. უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტში მოხსენების წარდგენისას მან ასევე ისაუბრა, რომ აგრესიამ, სიძულვილმა და შეურაცხყოფამ ქართული ღირებულებათა სისტემა შეცვალა.
"აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად; შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ.ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სხდომას 89 დეპუტატი, მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ.