თბილისში, ვერაზე, ფიქრის გორაზე სასურსათო მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს.
ჩვენი ინფორმაციით სამართალდამცავებს ქურდობის ფაქტზე ჯერ არავინ არ დაუკავებია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფო რუსთავს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.