რამდენი ადამიანია კარანტინში მოთავსებული

2020-03-02 14:27:40

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

ამ ეტაპისთვის ახალი ვირუსით კვლავ 3 ადამიანი ინფიცირებული, რომლებიც ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მთელი ამ დროის განმავლობაში ლაბორატორიულად გამოკვლეულია 171 შესაძლო ინფიცირების შემთხვევა.

"იანვრის ბოლოდან თებერვლის განმავლობაში 171 შესაძლო, კლინიკურად და ლაბორატორიულად გამოკვლეული შემთხვევა. მოგეხსენბათ აქედან სამი გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. რომლებიც მიმდინარეობენ მსუბუქი კლინიკური სურათით.
სამივე მათგანი მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქირებულ განყოფილებაში და იქ მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი და მკურნალობა."
- განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის კარანტინში მოთავსებულია არის 97 ადამიანი. ლუგარში 14 ნიმუშია გადაგზავნილი, რომლებსაც იკვლევენ. ორი ნიმუში გადაგზავნილია ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ინფექციურიდან რომელთა პასუხებიც დღის მეორე ნახევარში იქნება.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 3000 ადამიანი გარდაიცვალა. 90 ათასი ინფიცირებულია, ხოლო 45 110 გამოჯანმრთელდა.