2020-02-16 22:40:09
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი მეორე სართულზე გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველი ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.