ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
დაბა შორაპანთან ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებას შეასკდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი