ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-02-08 23:49:01

ავტოსაგზაო შემთხვევას ბოლნისი-დმანისის ავტომაგისტრალზე, კაზრეტთან მოხდა.

ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.