"პროექტიც ეგ არის და ადამიანიც მე ვარ" [video]

2020-02-07 15:06:18

ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. [ვიდეო/video]

ჯონდო მდივნიშვილმა "ინფო რუსთავის" კითხვებს უპასუხა:

- ბატონო ჯონდო, არის თუ არა სოციალურ ქსელში გავცელებული ფოტო რეალური?

- ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ. სხვა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მუნიციპალიტეტს ცხოვრებას, ხალხის პრობლემებს, ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ გამოწვევებს ეხება, მაგაზე გავაკეთებ კომენტარს. ეგ არამგონია ეგეთი საკითხი იყოს, რომ მთელი საქართველო იყოს შეძრული. პროექტიც ეგ არის და ადამიანიც მე ვარ, რომელიც მანდ არის.

- თქვენი აზრით, შეიძლება, რომ ვიღაცამ განზრახ გააკეთა?

- 21-ე საუკუნეში ფოტოშოპი განვითარებულია და ვიღაცამ ისიც დადო, რომ შარვალ-კოსტუმში თურმე პლიაჟზე ვისვენებ. არ მინდა მასეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთება. გაერთოს მოსახლეობა და გაერთოს ის ადამიანები ვინც ფიქრობს, რომ ეგ გასართობია.

- შესაძლოა რომ თქვენს დაუკითხავად ატვირთეს აღნიშნული ფოტო?

- ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. ნებისმიერ კრიტიკულ და მწვავე კითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ.