ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან.
არსებული ინფორმაციით "გლოვს" კურიერი შუქნიშანთან გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
მამაკაცმა, რომელიც მოპედს მართავდა, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას ტკივილები კისრისა და ხერხემლის არეში აღენიშნებოდა.
თვითმხილველთა თქმით, მძღოლს ჩაფხუტი არ ეკეთა.
პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სსკ 267-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
წყარო: პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა