CO-თი 1 ადამიანი გარდაიცვალა

2020-02-06 22:19:52

co-თი ინტოქსიკაციით გორში ქალი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა სოფელ ზერტში მოხდა. 52 წლის ქალი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით ქალის ცხედარი ახლობლებმა აბაზანაში ნახეს.

გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გორის განყოფილებაში გადაასვენეს.