მონასტერში მამაკაცი მოკლეს

2020-02-05 18:09:28

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ეკლესიის კელიაში ნახეს. დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

ინფორმაციას ადასტურებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე.

"როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან", - წერს ის.

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დეტალებს აზუსტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას