"ჩვენ მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის"

2020-01-05 00:50:31

ფონიჭალის მოსახლეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტროს მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვს. მოსახლეობა, სამინისტროს, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობის განახლებისკენ და აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.

ინფო რუსთავი ფონიჭალის მოსახლეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სამინისტრო ფონიჭალელებისთვის მშენებლობის შეჩერების გადაბრალებას ცდილობა.

"ჩვენმა კორპუსმა სამინისტროს ორჯერ მიმართა, რომ ხელახლა დაწყებულიყო კომუნიკაცია ჩვენს შორის და მოგვარებულიყო ეს პრობლემა. სამინისტროსგან ბოლო პერიოდშიც არავინ დაგვკავშირებია. ისინი ცდილობენ, გზის მშენებლობის შეჩერება მოსახლეობას დააბრალოს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს ადეკვატურ თანხას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ოპტიმარული გამოსავალი ვიპოვოთ შექმნილი სიტუაციისგან. სამინისტრო უნდა იყოს აქტიური კომუნიკაციის მომხრე. მათი პოზიცია, რომ ამ ეტაპზე აღარ არის ფინანსები, ისმება ლოგიკური კითხვა სად წავიდა ეს თანხა? თუმცა ჩვენ რომ გვქონდა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა, განგვიცხადეს, რომ ისინი კიდევ გამოყოფდნენ თანხებს, თუმცა მათვივე თქმით ჩვენი ხელისუფლებაა განსახლების წინააღმდეგი", - განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას ფონიჭალის ერთ-ერთმა მოსახლემ ლუკა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა შეჩერდა, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, მშენებლობის შეჩერების მიზეზი ფონიჭალაში გზის პირას არსებული კორპუსების მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, დიდი ოდენობის თანხებს ითხოვდნენ.

განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით მოლაპარაკებები მოსახლეობასთან დროში გაიწელა და ამ დროისთვის სამინისტროს ფინანსური რესუსრები აღარ აქვთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები