დაკავება ლარნაკას აეროპორტში

2020-02-03 21:48:03

კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს მოქალაქე 33 წლის გ.ს. დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა გერმანიაში 100 ევროს ოდენობის თუთუნის ერთ-ერთი სახეობა მოიპარა.

დაკავებულს სასჯელის სახით 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ლარნაკას პოლიცია აგრძელებს გამოძიებას.