ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 59 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
ამ დროისთვის გარდაცვლილს ახალციხის პროზექტურაში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.