სისხლიანი ინციდენტი თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე.
საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა დაჭრა და თვითდაზიანება მიიყენა.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით სუიციდს ცდილობდა რა დროსაც დეიდამ იარაღის წართმევა სცადა. შედეგად იარაღიდან გავარდა და 2 ადამიანი დაიჭრა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ სდროისთვის სტაბილურია.