ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიო გადაუდებელი მდგომარეობა გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წინა კვირასაც შეიკრიბა, თუმცა მაშინ საჭიროდ არ ჩათვალეს მსოფლიო განგაშის ატეხა. ბოლო პერიოდში ვირუსის სწრაფმა გავრცელებამ და მსხვერპლის ზრდამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა.
კორონავირუსმა ჩინეთში 171 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეიწირა, დაინფიცირებულითა რიცხვი კი 8137-მდეა გაზრდილი. ვირუსის შემთხვევები ოცამდე ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, ინდოეთმა და ფილიპინებმა ოფიციალურად დაადასტურეს ინფიცირების პირველი შემთხვევებიც.
ვირუსის ნიშნებით გუდაურიდან თბილისში ჩინეთის 9 მოქალაქე ჩამოიყვანეს. თბილისში გადმოყვანილებიდან, მხოლოდ 2 ბავშვს ჰქონდა სიცხე, თუმცა ვირუსზე "საეჭვოები არ არიან" და "არ ჯდებიან სტანდარტულ განსაზღვრებაში". განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ. მათ გარდა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან ჩინეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ბიჭი და ასევე ვირუსის ეპიცენტრიდან უხანიდან ჩამოსული ქალიც.
"ნამდვილად არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა უხანიდან, მეორე არის ახალგაზრდა, 24 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე ჩამოვიდა ჩინეთიდან, მაგრამ არა უხანიდან. ჩვენთან ამჟამად იმყოფება ახალგაზრდა ქალბატონი უხანიდან, ახალგაზრდა ვაჟი ჩინეთიდან და ორი ჩინელი ბავშვი - ტყუპი დები. მათ ჩაუტარდათ ყველა ის გამოკვლევა, რაც სტანდარტით გათვალისწინებულია შემჭიდროებულ, უმოკლეს ვადაში და გვაქვს ასეთი შედგები - რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის 100 პროცენტიანი გარანტია, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ამცირებს ალბათობას, რადგან პნევმონია არის მთავარი ნიშანი ამ ინფექციის", - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.