საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს ლევან იზორიას ძმის საქციელი დაგმო და განაცხადა რომ თუ ამას მისი ძმა გააკეთებდა უარესი რეაქცია ექნებოდა.
"იზორიას კი არა ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.