რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში

2020-01-30 15:09:07

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. თურქეთი ასევე განახორციელებს აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას.

„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მედიის ცნობით, თურქული სატვირთო თვითმფრინავი ქვეყანას დღეს დატოვებს. თვითმფრინავში წარმოდგენილი იქნებიან ექიმებიც, რომლებიც ინფექციური დაავადებების მიმართულებით მუშაობენ.